ვისაც არ უყვარს მეგრული ღომი
ვისაც არ უყვარს მეგრული ღომი, გამოვუცხადოთ მჭადების ომი, ხაჭაპურები დავაწყოთ მიჯრით, წიწილა მოვრთოთ ბაჟით ან ისრმით. თონეში გოჭი ჩავკიდოთ თავით, არტალა- კანჭით, ბოზბაში- გავით, არ დავაყოვნოთ არცერთი წამით, ნუნუა შევსვათ თიხისფერ ჯამით. ქოთნის ლობიო მივირთვათ მჟავით, ქვევრიდან ღვინო ვიწვიოთ ღამით და ეს ცხოვრება, მიმქრალი რამპით, გამოცოცხლდება სიმებზე დაკვრით. ამინდის კარნახს დავუგდოთ ყური, «პაგოდა შეპჩეთ»- ჩურჩულებს გული და ცა და მიწა, სამყარო სრული, დასტურს გვიცხადებს რომ ვიხსნათ სული.