Kokhora - ვარდს ველად გაშლილს (ნინო ფიფია)
Lyrics: ვარდს ველად გაშლილს მშვენიერს, მზის სხივი დასთამაშებდა, ნიავი ნაზად არხევდა სურნელს, საოცარს აფრქვევდა. მისი მშვენებით ბულბული კრთოდა და მისით ხარობდა, ვარდის სურნელით დამტკბარი საოცარ ჰანგზე გალობდა. ერთურთის ტრფობას, მათ განცდებს ქარი ვერაფერს აკლებდა, ცას სიყვარულის გალობას აფენდა ფიანდაზებად. ნუ, გაფრინდები ბულბულო, იხაროს შენმა გამჩენმა, უშენოდ ადრე დავჭკნები მარტო მოგიწევს დარჩენა. თითქოს ისმინა ბულბულმა ვარდის გულთბილი ვედრება, საოცარია ეს გრძნობა, არაფერს არ შეედრება. ბულბული მის საამებლად ლამაზ სიმღერას გალობდა, დაბლა თუ ვარდს უხაროდა, მაღლით უფალი სწყალობდა. ______ ვარდს ველად გაშლილს ✍ნინო ფიფია **** https://youtu.be/ltfehPL61DA