Kokhora - დავიღალე ცრემლებით (გიორგი კუხალეიშვილი)
Lyrics: დავიღალე ტირილით, დაფარული ტკივილით. დავიღალე ცრემლებით, გაცრეცილი ფერებით. ხელით-გულზე ფერებით, თვალის შორად ცეცებით. შვილის მონატრებით და ტანჯვა-დარდის ფენებით. გულის-სულზე ტკივილით, ბებიაზე დარდებით. პაპაჩემის დარგული, ხეჭეჭურის მშვენებით. უძილარი თვეების, ღამეებთან ჭიდილით. დავიღალე სამშობლოვ, ემიგრანტთა ტკივილით. მომენატრა შემქმნელო, დილით მამლის ყივილი, დედას,,ვაგიორქო მას'' აივანზე ღიღინი. ჩაზელი ღომის ხმა, და ბავშვების ტიკტიკი. ლოცვა ჩვენ ჩვენს ტაბლასთან, ბუხრის პირას სირბილი. მამას დარიგება და მისი ჩუმი სიკვდილიც, მახსოვს ჩემო სამშობლოვ, უსახსრობით სირცხვილიც. მახსოვს როგორ დავტოვე, და, ძმა ჩემი გაზრდილი. საზღვრის დატოვებიდან, მახსოვს დღემდე ტკივილი... არ გავს სევდას, არც ტანჯვას, შორად ყოფნა მეტია, რასაც დასთეს შენს ქვეყნად, შენია და ჩვენია. ემიგრანტის ბედია, სხვას ემონოს ახაროს. ცრემლი ყლაპოს,იცინოს, გული ვერ გაიხაროს. დავიღალე ფარსებით, მაქმანებით, ფარჩებით. ვდნები ცოცხლად უშენოდ. ჩემს თავს ვგლოვობ ფაქტებით. მტკივა ჩემი ქართველი, სევდიანი ნაძვები. ჩვენთან ერთად გაზრდილი, შემოსილი ძაძებში. დაჟანგული ხანჯალი, გაცრეცილი აბჯარი, გახიზნული ხალხი და უპატრონო სახლ-კარი. დავიღალე ტირილით, დაფარული ტკივილით. დავიღალე ცრემლებით, გაცრეცილი ფერებით. ✍️გიორგი კუხალეიშვილი 10.01.2024 https://youtu.be/Alw92A5-Fgw