Добавить
Уведомления

შემოდგომა ფერთა ზეიმია ნინო ფიფია

შემოდგომა ფერთა ზეიმია ✍️ ნინო ფიფია ისე მომენატრა შენი ხილვა, ფიქრი,- უხმოდ სადღაც მიმაქანებს, ახლა შემოდგომით მონუსხული ფოთლებს ვემსგავსები მოფარფატეს. ქუჩას ალაგებენ დილით ისევ ვხედავ ერთად როგორ მოაქუჩეს! ცეცხლი წაუკიდეს, დამენანა... თითქოს ფრთები უხმოდ შემაკვეცეს. შემოდგომა ფერთა ზეიმია, სითბოსთან, სევდასაც გვინაწილებს! დროში იფერფლება ყოველივე ქარი უმოწყალოდ დაწანწალებს. სანამ ეს ფერები კიაფობენ, მანამ სანახავად დავტოვებდი,- მერე გაცრეცილს კი ნეშომპალად ხეებს ფესვებშივე მივუყრიდი. როცა გაზაფხული გაიმარჯვებს! როცა კვლავ სიცელქით გაიხარებს! მაშინ თბილი ფესვის მონაგარი მჯერა უფრო მეტად ააყვავებს. მაგრამ ვიღაც მაინც ცეცხლს უკიდებს, კვამლი ნისლებივით მაღლა იწევს, მხოლოდ ის ფოთოლი მიმიხვდება გული გამალებით როგორ მიცემს. ისე მომენატრა შენი ხილვა, ფიქრი,- უხმოდ სადღაც მიმაქანებს, ახლა შემოდგომით მონუსხული... ფოთლებს ვემსგავსები მოფარფატეს. 22.09.2025 ✍️ნინო ფიფია შემოდგომა https://youtu.be/YZVGPBD2J2U

Иконка канала Mega Profi
78 подписчиков
12+
1 просмотр
2 месяца назад

, чтобы оставлять комментарии