Kokhora - Gilocav axal tsels
შიო მღვიმელი – “ახალი წელი” ინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: – მოვედი, ადექით, ძილი კმარაო, მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან ამ დროს ვერ გაიხარაო. თან მოვიტანე თქვენთვისა სიმკვირცხლე, სიხარულიო, ხალისი სწავლა-ცოდნისა და ერის სიყვარულიო: თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი, ბასილა, თაფლის კვერიო, ვაშლი და თხილი მრავალი, უხვად სხვაც ყველაფერიო; ბურთი, ბზრიალა, ჩიკორი, სხვადასხვა გასართობიო, წიგნები ნაირ-ნაირი, ერთი მეორის მჯობიო. ადე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს, იხტუნეთ, იცქრიალეთო, სხვა წლისთვის შესაგებებლად ჩემი დღეები თვალეთო!