Kokhora - ამარიდე ღმერთო (გიორგი კუხალეიშვილი)
Lyrics: სევდის ქარიშხალი,ამარიდე ღმერთო, საჰარული ქარი, გამატარო მიჯობს. რიტუალებს ჩაშლილს,ყვავილებით მორთულს, გული ეფერება და ფარულად გიჟობს! მოგიზგიზე სული... მოცეკვავე სიტყვა... მოცურავე ხმების, შეერთება რკალად... მონობაში გაზრდილს, ბორკილებს რომ დახსნი, გაიხსნება ზეცა, განათდება რამპა! რექვიემით ქორალს, გადავაჭდევ ჰიპ-ჰოპს, ორჯერ სიკვდილს - ერთხელ, მივიცვალო მიჯობს. ქალღმერთების საბჭოს, დავესწრები კენტად! ერთის არჩევაში, სიტყვა ჩემზე იყოს. აპოკალიფსს ველი, გაიშალა რთველი... ვაზის ფესვებიდან მოკანკარებს წყარო... აფროდიტეს სიტყვა, ზევსის შეძახილი! ჰომეროსი ყვირის! შენ, ქალღმერთი ხარო!!! აკროპოლისს ისმის, ჟრიამული ხალხთა. კოლონების უკან, ქურუმები ბჭობენ. ჩამოუყვა კიბეს, ქალღმერთების მწრვთნელი! ფეხებს უკოცნიან და უგებენ ფარჩას. ოლიმპოს ღმერთები, ხელსაც თხოვდნენ ალბათ?! ღმერთქალს რომ ეფიქრა, შეყოვნება წამით! თავს იწონებს ყველა, ღმერთის ძალებს უხმეს, ცეცხლის ალში ხვევენ, მთელ ათენის კუთხეს. თითქოს არც კი ესმის, არც უნახავს არა, ჩამოუყვა კიბის, ბოლო საფეხურებს, და წავედით ერთად... ზღვაც კი დარჩა უბრად, გვირილების ველი, გავატარე ტაატით. შეხება კი მწველი, შორად ფიქრი-ტანჯვა. ვერ უშველი ტკივილს, ვერც ივიწყებ წამით. დაიბადე ჩემთვის?! არჩევანში შეცდი?! თავს დაგატყდი მეხად?! გაიხსენე მტკვარი...! რამდენ ტკივილს უძლებს? რამდენ ცუდს და კარგსაც? მაგრამ მაინც მშვიდად, მიდუდუნებს მტკვარი! ✍️გიორგი კუხალეიშვილი გერმანია - საფრანგეთის საზღვრის მიმდებარედ დაიწერა ა/წლის 25 ივლისს