Kokhora - ახალო წელო
ვაჟა-ფშაველა – საახალწლო ახალო წელო, ფიქრებით მწველო, გთხოვ, რომ ცხოვრება არ გაგვიძნელო. მოგვშორდი, შხამო, მოგვშორდი, გველო! ახალო წელო, ფიქრებით მწველო, შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა, ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა: ვინაც არ იცის, ასწავლე წერა; მე უკეთესის ჰანგების მღერა მასწავლე, თორემ დაგლოცავ ვერა. გვიცოცხლე თავი, გვიკურთხე მკლავი, გვაშორე საქმე ბილწი და შავი… და მოგვეც ყველას პირი და ზავი. თუ არ მისმინო, მოგიკვდეს თავი. ბევრნი სთელავენ მიწასა, თომა, პეტრე და ნინია, – კარგსა ჰსმენ, უკეთესს სჭამენ, მათ სახლში მუდამ ლხინია, ბეჩავს სჩაგრავენ, უფროსს-კი ფეხს ჰლოკენ, როგორც ფინია, ჩაჰწნილებიათ გოგრაში დაობებული ტვინია, მომიკვდეს იმათი თავი, იმათი გულის ჟინია! ქართველო ქალო, ხმელეთის თვალო, ცხოვრების ძალო, არ გაგვაწყალო! შენა ხარ ჩემი, ვით ზღვაზე გემი – ღელვა-შფოთის დროს მშრალზე გამტანი. შენ გენაცვალე, რისთვის გამცვალე? გულს შუბი დამეც ძნელ-ასატანი… წარსულს მიჰხედე, წინ დაიხედე, გვიშველე, მოდი, გვითხარი ბანი. თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს, ახლებო, გენაცვლენითა; სიცოცხლე მიათკეცდება თქვენის სიკეთის სმენითა. აკეთეთ რაც-კი შაიძლოთ თავით, გულით და ხელითა, რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი, არ მოგვიგონონ წყევლითა. ოფლმა, დაღვრილმა მიწაზე, ამოაცენოს იანი, განოყიერდეს ოფლითა მიწა მწირი და კლდიანი, გადაიაროს ნისლებმა, დღე გამოვიდეს მზიანი და აღაღანდეს მინდორი ოფლით მორწყული, ცვრიანი. ძვალი განედლდეს გამხმარი, ფერფლი ადუღდეს გრძნობითა, მკვდარნი ხარობენ საფლავში კარგის შვილების ყოლითა. მივინძრ-მოვინძრეთ… რას ვარგებთ უქმად ტახტებზე წოლითა! ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა, გადმოშუქებულს გორითა, ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ, გამოსადეგის სწორითა. ჩემს გულში სანთლად ანთიხართ, გზა მინათდება თქვენითა; ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება, გავალმასდები ენითა.